ფეხბურთი

16:48 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მცველი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

„ტორინოს“ ლიდერი ალესანდრო ბონჯორნო შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს. „როსონერი“ 24 წლის მცველის შეძენით დაინტერესებულია და როგორც იტალიური მედია წერს, ფეხბურთელი თანახმაა კარიერა „როსონერიში“ გააგრძელოს.

ახლა საჭიროა კლუბებს შორის შეთანხმება. ბონჯორნოს სანაცვლოდ ტურინელები 30 მილიონ მეტს ითხოვენ. თუ შეთანხმება შედგა, ბონჯორნო „მილანის“ წევრი ზაფხულიდან გახდება.

ის იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ცენტრალურ მცველად მიიჩნევა და ბოლო პერიოდში შესაშური პროგრესი აქვს. „ტორინოს“ აღზრდილმა მცველმა „ხარების“ მაისურით დღემდე 95 მატჩში 4 გოლი გაიტანა (მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი). აღსანიშნავია, რომ ბონჯორნო საბა საზონოვის კონკურენტია. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 2 შეხვედრაა.

ალესანდრო ბონჯორნო გასულ ზაფხულს ახლოს იყო ბერგამოს „ატალანტაში“ ტრანსფერთან, კლუბები შეთანხმებულიც იყვნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ბერგამოელთა რიგებში გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა.

0.109166