ფეხბურთი

18:50 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერლინის "ჰერტას" პრეზიდენტი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბერლინის „ჰერტას“ პრეზიდენტი კაი ბერნშტაინი, რომელიც მხოლოდ 43 წლის იყო, მოულოდნელად გარდაიცვალა.

კლუბის განცხადებაში არ არის აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი. „ჰერტამ“ სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახს.

კაი ბერნშტაინი „ჰერტას“ ულტრას-დაჯგუფების, Harlekins Berlin 98-ის დამფუძნებელი და ლიდერი იყო, ხოლო 2022 წელს ის კლუბის პრეზიდენტად ხმების 55%-ით აირჩიეს.

ბერლინის „ჰერტა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 17 ტურის თავზე 25 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111068