დორტმუნდის „ბორუსიის“ ხელმძღვანელობა ეჭვობს 34 წლის ნახევარმცველ მარკო როისს შრომითი ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება - წერს Sport Bild.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს შეუძლია კარიერის გაგრძელება ბუნდესლიგის სხვა კლუბში, რომლის სახელიც არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ როისი „ბორუსიაში" 2012 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 410 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 167 ბურთი გაიტანა და 124 საგოლე გადაცემა შეასრულა.