„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის ჩავის გადაყენების ვარიანტს განიხილავს, თუ მისი შეგირდები ამ კვირაში გამართულ მატჩებში არადამაკმაყოფილებელ შედეგებს აჩვენებენ - გვამცნობს Cadena Ser.
„ბარსელონას“ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტასა და სპორტული დირექტორის დეკუს ჩავის მხარდაჭერის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური კლუბი წარუმატებლად ითამაშებს ესპანეთის თასის 1/8 მატჩში „სალამანკასთან“ რომელიც მომავალ ხუთშაბათს გაიმართება. ასევე ესპანეთის ჩემპიონატის თამაშში 21 იანვარს „ბეტისთან,“კლუბის ხელმძღვანელებმა შესაძლოა გადაწყვიტონ განვითარების ვექტორის შეცვლა.
ესპანელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, „ბარსელონას" „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ მარკესი გაწვრთნის.