სხვა

1:05 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე: "მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი, გამარჯვება მინდოდა და დაუჯერებელი გრძნობაა"

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრმა ზურაბ ცინცაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ის ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„შვედეთთან მატჩში პირველად, როდესაც გულშემატკივრებმა ტაში დამიკრეს, გაოცებული ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა, კიდევ ერთხელ კარგად მეთამაშა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ტურნირის ინდივიდუალური ჯილდოთი დასრულება კიდევ უფრო გასახარია.

საგოლე პასი? გავრბოდი და დავინახე, რომ გოლის გატანის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ შემდეგ პასი გავაკეთე. ეს ჩემს კლუბში, საქართველოში უკვე გაკეთებული მქონდა. პენალტების მოგერიება? მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მინდოდა გამარჯვება და ვიცოდი, რომ შემეძლო ამის გაკეთება. დაუჯერებელი გრძნობაა“, - თქვა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წააგეს, ხოლო ბოსნია დაამარცხეს (22:19).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114495