„ემპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ტოსკანური კლუბიდან წარუმატებელი შედეგების გამო აურელიო ანდრეაცოლი დაითხოვეს, რომელიც დავიდე ნიკოლამ შეცვალა.
სწორედ მას დაევალა გუნდის გადარჩენა სერია B-ში გავარდნისგან. აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ ამ სეზონში უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავს, რადგან ანდრეაცოლიმდე გუნდს პაოლო ძანეტი ავარჯიშებდა.
მოგეხსენებათ, „ემპოლიში“ ქართველი საბა გოგლიჩიძე გადავიდა. ეს გუნდი სერია A-ში 20 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.