თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი უკვე შეიკრიბა და საწვრთნელი პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.
სეზონის დაწყებამდე გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ლოკომოტივი დატოვეს: თორნიკე კურტანიძემ, შალვა ვიბლიანმა, რეზი ხინჩიაშვილმა, საბა კიკნაძემ, ვინსენტ კალინდამ, აგრიპა მვილამ, ფლოიდ ჩილეშემ, დარტონ ბვალიამ.
კონტრაქტი დაუსრულდა გიორგი პირტახიას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებები - ლევან თანდილაშვილსა და გეგი გეგუჩაძეს. ლოკომოტივი ასევე დატოვა დავით გაბისონიამ.