ფეხბურთი

15:56 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" პსჟ-ს მცველს შეუთანხმდა

მიუნხენის „ბაიერნი“ „პარი სენ-ჟერმენის“ მცველს, ნორდი მუკიელეს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად შედგა.

ფრანგი მცველი, რომელსაც მარჯვენა ფლანგსა და ცენტრშიც შეუძლია თამაში, გერმანულ გრანდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.

მუკიელე გერმანიას კარგად იცნობს, რადგან 2018-2022 წლებში „ლაიფციგში“ თამაშობდა, ხოლო პსჟ-ში ბოლო ორ სეზონში 35 უგოლო მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111407