მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ (4:1) ადვილი თამაში მათთვის არ ყოფილა. როგორც მან აღნიშნა, მეოთხე გოლამდე გადაწყვეტილი არაფერი იყო.
„მოგება გვინდოდა და დამსახურებულად მოვიგეთ. შედეგი ხმამაღალია, მაგრამ ვფიქრობ, 4:1-მდე მატჩი ღია იყო, თუ ვფიქრობთ, რომ ადვილი იყო, ვცდებით. კლუბი მხარს მიჭერს და სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. ჩემი მე-11 ტიტული „რეალში“? ბედნიერი ვარ, მაგრამ მე-12 ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. განსაკუთრებული საღამო იყო, მაგრამ „რეალში“ ბევრია განსაკუთრებული საღამო, სწორედ ეს არის ამ კლუბის სიძლიერე“, - თქვა ანჩელოტიმ.
აქვე გეტყვით, რომ კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ მწვრთნელის რანგში მე-11 ტიული მოიგო, რითაც ზინედინ ზიდანს დაეწია.