საქართველოსა და შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. ისინი ერთმანეთის პირისპირ ორივეჯერ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარსდგნენ.
შოტლანდიელებს დღემდე “გველის ნაკბენივით” ახსოვთ 2007 წლის 17 ოქტომბერს “ბორის პაიჭაძეზე” 0:2 წაგებული მატჩი, რითაც ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი დაკარგეს. გამარჯვების შემთხვევაში ალექს მაკლიშის შეგირდები ევრო-2008-ზე თამაშთან ძალიან ახლოს იყვნენ. მაშინ, შოტლანდიელთა კარი ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ აიღეს.
ხსენებულ შესარჩევში ქართველებმა გლაზგოში “ჰემპდენ პარკზე” პირველი შეხვედრა 1:2 წააგეს. სტუმართა რიგებში ერთადერთი ბურთი შოთა არველაძემ გაიტანა, როდესაც 41-ე წუთზე ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს. სხვათა შორის, არველაძისთვის ეს ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი ბოლო გოლი აღმოჩნდა. 1992-2007 წლებში მან ნაკრების ღირსება 61 მატჩში დაიცვა და 26 გოლი გაიტანა. ის ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
ევრო-2008 წლის შესარჩევში გუნდს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი ხელმძღვანელობდა და ქართველები 6 გუნდში (საფრანგეთი, იტალია, შოტლანდია, უკრაინა, საქართველო, ფარერები) მე-5 ადგილზე გავიდნენ.
შოტლანდია-საქართველო 2:1 (1:1)
2007 წელი. 24 მარტი. გლაზგო. “ჰემპდენ პარკი”. 50850 მაყურებელი.
შოტლანდია: გორდონი, ალექსანდერი, ვეირი, მაკმანუსი, ნეისმიტი, ტილი (ბრაუნი, 60), ფერგიუსონი, ჰარტლი, მაკალოჰი, მილერი (მელონი, 90+2), ბოიდი (ბიტი, 76).
მთავარი მწვრთნელი: ალექს მაკლიში.
საქართველო: ლომაია, შაშიაშვილი, ხიზანიშვილი, სალუქვაძე, ელიავა, ბურდული (სირაძე, 57), მენთეშაშვილი (გოგუა, 46), ცქიტიშვილი (მუჯირი, 90+2), კობიაშვილი (კ), დემეტრაძე, შოთა არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია).
გოლები: ბოიდი (11), არველაძე (41), 2:1 ბიტი (89).
გაფრთხილებები: მენთეშაშვილი (11), სალუქვაძე (62), დემეტრაძე (85), ფერგიუსონი (90+3).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა ვოლკარცი (დანია).
საქართველო – შოტლანდია 2:0 (1:0)
2007 წელი. თბილისი. 17 ოქტომბერი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. 400000 მაყურებელი.
საქართველო: მაკარიძე, სალუქვაძე, ხიზანიშვილი (კ), ასათიანი, შაშიაშვილი, მენთეშაშვილი, კანკავა, ყენია (კანდელაკი, 79), კვირკველია, მჭედლიძე (კვახაძე, 85), სირაძე (ჯაკობია, 89).
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია).
შოტლანდია: გორდონი, მარტი, ვეირი, მაკმანუსი, ალექსანდერი, მელონი, ფლეჩერი, ფერგიუსონი, პირსონი (ბოიდი, 66), მილერი (ბიტი, 66), მაკფადენი.
მთავარი მწვრთნელი: ალექს მაკლიში.
გოლები: მჭედლიძე (16), სირაძე (64).
გაფრთხილებები: კანკავა (61), მაკმანუსი (61), ბიტი (72), ასათიანი (90+5).
მთავარი მსაჯი: კნუტ კირხერი (გერმანია).