ფეხბურთი

20:01 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერია აფრიკის თასის პირველ ტურში მარცხისგან ოსიმენმა იხსნა

აფრიკის თასის პირველ ტურში ნიგერიის ნაკრებმა მოულოდნელად ეკვატორული გვინეის ნაკრებს ვერ მოუგო და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 1:1.

ნიგერიელები მარცხისგან ვიქტორ ოსიმენმა იხსნა, რომელმაც 38-ე წუთზე ადემოლა ლუკმენის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და ტურნირი გოლით დაიწყო.

ნიგერია მეორე ტურში 18 იანვარს, კოტ დივუარის ნაკრებს შეხვდება, რომელიც ჯგუფში პირველი ტურის მერე უკვე ერთპიროვნული ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122471