„ლილის“ ცენტრალური მცველი ტიაგო ჯალო კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყდა.
23 წლის პორტუგალიელი ტურინში სამშაბათს ჩავა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. „ლილს“ 3.5 მილიონი ევრო ერგება.
ტიაგო ჯალო 2019 წელს „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, „ლილის“ მაისურით კი 78 მატჩში თავი 3 გოლით გამოიჩინა.
„იუვენტუსში“ ასევე გადაწყდა „პოდგორიცას“ ნიჭიერი ფეხბურთელის, ვასილიე აჯიჩის ტრანსფერიც. 17 წლის ფეხბურთელიც ტურინში სამშაბათს იქნება და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. აჯიჩს მეტსახელად მონტენეგროელ დე ბრუინს უწოდებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჯერჯერობით, ამ ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.