შვედეთის ნაკრების ხელბურთელმა სებასტიან კარლსონმა, რომელიც საქართველოსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, არ ელოდა ამ ჯილდოს მიღებას და აღნიშნა, რომ მას საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე იმსახურებდა.
„საქართველოსთან თამაში ჩვენთვის განსხვავებული იყო, ვიდრე ბოსნიასთან. ამჯერად შეგვეძლო გვეთამაშა ჩვენი თამაში კონტრშეტევებით და სწრაფად. მართალი გითხრათ, საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს არ ველოდი. მეგონა, რომ ის (ზურაბ ცინცაძე) მოიგებდა. ის მართლაც გულშემატკივართა ფავორიტი იყო, რადგან გვესმოდა, როგორ უჭერდა დარბაზი მას მხარს და სიმართლე რომ ვთქვა, იმსახურებდა. ჩემთვის მთავარია გუნდის გამარჯვება“, - თქვა კარლსონმა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, რადგან ორი წაგება აქვს. თუმცა, ბოლო ტურში 15 იანვარს, ბოსნიის ნაკრებს ეთამაშება და მესამე ადგილისთვის ფრეც ეყოფა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ბოსნიასთან ამის გაკეთების შანსი მართლაც რეალურია.