სხვა

2:02 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დევისის და სმოლკინის მე-8 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

კაუნასში სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით დასრულდა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი.

33 მონაწილე წყვილს შორის 189,46 ქულით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მე-8 ადგილი დაიკავა და 2 საგზური მოუპოვა საქართველოს მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში. დიანასა და გლებისათვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც ისინი გამოდიოდნენ საქართველოს სახელით.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ ორი ვერცხლის მედლით გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ვერცხლი მოიპოვა ანასტასია გუბანოვამ, ასევე წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ.

0.123521