საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა 2024 წლის პირველ მსოფლიო ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
ქალაქ კარდიფში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ნინა თიბილაშვილმა ჩვენს ქვეყანას მეორე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა. მან ხმლით ფარიკაობაში ფინალური ბრძოლა ჩინელ გუსთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ირმა ხეცურიანმა კი ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალში ბრძოლა ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან დათმო, მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამრიგად, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება სამშობლოში.