ესპანეთის მეორე დივიზიონის მე-17 ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ საკუთარ მოედანზე „მელილია“ 97:82 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბურჯანაძემ 20 წუთში 13 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ლეიმა კორუნია“ 13 მოგებით და 4 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 იანვარს, „ესტელას“ სტუმრად დაუპირისპირდება.