ფეხბურთი

11:00 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ერიკ დაიერი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ერიკ დაიერი დაიმატა. გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისელმა მცველმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით. ერიკი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 15-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ერიკ დაიერმა კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, 2014 წლიდან კი „ტოტენჰემის“ წევრი იყო, რომლის მაისურით 365 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115357