ფეხბურთი

11:52 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟელინსკიმ უარი თქვა „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე და „ინტერში“ გადასვლა სურს

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა პიოტრ ჟელინსკიმ მისი ამჟამინდელი კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების კიდევ ერთი შეთავაზება უარყო - წერს Football Italia.

წყაროს ცნობით, პოლონელმა ნახევარმცველმა ნეაპოლელთა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ საკუთარ თავს ცისფერ მაისურში აღარ ხედავს. 29 წლის ფეხბურთელმა შემოთავაზება „ინტერიდან“ მიიღო და მილანურ კლუბში გადასვლა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“ ჟელინსკის 5 მილიონევროიანი ანაზღაურება შესთავაზა („ინტერი,“ თავის მხრივ, მზადაა ნახევარმცველს სეზონში მხოლოდ 4,5 მილიონი ევრო გადაუხადოს). თუმცა, პოლონელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ჟელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი მოედანზე ყველა ტურნირზე 23 მატჩში გავიდა, რომლებშიც სამი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება ნეაპოლიტანელებთან 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117777