ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ფულჰემი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა.
პირველი ტაიმი ვილიანის გოლით ლონდონელებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში იურგენ კლოპის გუნდმა სამწუთიან ინტერვალში შეცვალა სათავისოდ სიტუაცია კერტის ჯონსის და კოდი გაკპოს გოლებით - 2:1.
მართალია, უპირატესობა მცირეა, მაგრამ მაინც „ქრავენ კოტეჯზე“ საპასუხო შეხვედრაში „წითლებს“ ფინალში გასასვლელად ფრეც ეყოფათ.