ფეხბურთი

20:50 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მალდინი "მონცაში" გაანათხოვრა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო მალდინის შვილი, დანიელ მალდინი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს.

დანიელი „მილანს“ „ემპოლიში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 7 უგოლო მატჩი ჩაატარა და თავი ვერ დაიმკვიდრა. ამჯერად „როსონერიმ“ ის „მონცაში“ გაანათხოვრა, სადაც ადრიანო გალიანი მუშაობს, რომელიც პაოლო მალდინისთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა.

21 წლის მალდინი „მილანის“ აზრდილია. გასულ სეზონში ფეხბურთელი იჯარით თამაშობდა „სპეციაში", სადაც 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114676