ფეხბურთი

1:58 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ლიგის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი "მიდლსბროსთან" წააგო

ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი წააგო. „არისტოკრატები“ ჩემპიონშიფის ბინადარ „მიდლსბროსთან“ დამარცხდნენ.

37-ე წუთზე ჰეიდენ ჰეკნიმ შეძლო გოლის გატანა, რომელიც „ბოროსთვის“ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. მართალია, წინ საპასუხო მატჩია, მაგრამ მაიკლ ქერიკის გუნდი „სტემფორდ ბრიჯზე“ უპირატესობით ჩავა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას „ლივერპული“ და „ფულჰემი“ გაარკვევენ.

0.118006