ფეხბურთი

20:13 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

„უნიონ ბერლინის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი „ფენერბაჰჩეს“ შეუთანხმდა. 36 წლის ფეხბურთელი ხვალ სტამბოლში ჩავა, რის შემდგომაც სეზონის ბოლომდე კონტრაქტს გააფორმებს.

ამ პერიოდის განმავლობაში ბონუჩი თითქმის 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი მთავარი მიზანი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რათა ზაფხულში ტიალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „უნიონ ბერლინს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და დღემდე 9 შეხვედრაში თავის გამოჩენა 1 გოლით მოახერხა. ბონუჩის კარიერის საუკეთესო წლები 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109674