მიუნხენის ბაიერნმა ტოტენჰემთან ინგლისელი მცველის, ერიკ დაიერის ტრანსფერი განიხილა, თუმცა დეზებისთვის ფეხბურთელის შესაძენად ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
წყაროს ცნობით, დაიერს შესთავაზებენ კონტრაქტს 2025 წლამდე, 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივით. ტოტენჰემი ფეხბურთელისთვის 4 მილიონ ევროზე ნაკლებს მიიღებს. ერიკ დაიერი ტოტენჰემში 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მცველმა სფურზის შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც არ იყო ეფექტური.
ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ძალაშია 2024 წლის ივნისის ბოლომდე.