ფეხბურთი

12:26 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სუნესი ჰენდერსონის ინგლისში შესაძლო დაბრუნების შესახებ: „ჯორდანმა იცოდა სად მიდიოდა“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გრემ სუნესმა „ალ იტიფაკის“ ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონზე ისაუბრა.

„მას უნდა სცოდნოდა საუდის არაბეთის კლიმატის შესახებ და იცოდა, რომ პრემიერლიგაზე გაცილებით დაბალი დონის ლიგაში წავიდოდა. „ალ იტიფაკი" საუკეთესო რომ ყოფილიყო ჩემპიონატში, თავად ჰენდერსონიც უკეთესად ითამაშებდა. ჯორდანს ჰქონდა ცუდი მომენტები და ის, რომ კლუბი ამ ეტაპზე წარმატებას ვერ აღწევს, მისთვის მიუღებელია“, - ციტირებს სუნესის სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ჰენდერსონს „ალ-იტიფაკის“ დატოვება სურს, რომელშიც ის 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. აღინიშნა, რომ ინგლისელი ნახევარმცველი ვერ შეეგუა ცხოვრების ახალ წესს, საუდის არაბეთის კლიმატს, ასევე ცხელ ამინდში მატჩებს მაღალი ტენიანობისას.

0.114763