ფეხბურთი

0:00 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ვებგვერდი: "ჩვენი კლუბი ბეკენბაუერის გარეშე ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის"

მიუნხენის „ბაიერნის“ ვებგვერდი ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვალებას ემოციური წერილით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბეკენბაუერის გარეშე „ბაიერნი“ ვერ გახდებოდა ისეთი კლუბი, როგორიც დღეს არის.

„მოულოდნელად ჩვენი სამყარო არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო - უფრო ბნელი, ჩუმი და უარესია. „რეკორდმაისტერი“ გლოვობს ფრანც ბეკენბაუერის, შეუდარებელი კაიზერის დაკარგვას, რომლის გარეშეც „ბაიერნი“ ვერასდროს გახდებოდა ის კლუბი, როგორიც დღეს არის. მშვიდად განისვენე კაიზერო“, - წერს „ბაიერნის“ ვებგვერდი.

„ბაიერნში“ ფრანცმა 1963-1977 წლებში 584 მატჩში 75 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის მიწურულს მან „ჰამბურგსა“ და ასევე „ნიუ-იორკ კოსმოსში“ ითამაშა. გერმანიის ნაკრების რიგებში კი 103 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.111024