ფეხბურთი

20:04 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდში" ვაცკეს 20-წლიანი ეპოქა სრულდება: ის კლუბს დატოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ჰანს-იოახიმ ვაცკე დატოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ თვითონ გერმანელმა ფუნქციონერმა დაადასტურა.

ვაცკეს კონტრაქტი 2025 წელს იწურება, რომელიც არ გახანგრძლივდება, ამრიგად, 20-წლიანი ეპოქა „დორტმუნდში“ დასრულდება.

ჰანს-იოახიმ ვაცკე „დორტმუნდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2005 წელს დაინიშნა, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში, როცა „დორტმუნდი“ ვალებში იყო. თუმცა, მისი მუშაობის წყალობით, კლუბმა ვალები გაისტუმრა და ერთ-ერთი სამაგალითო კლუბად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„დორტმუნდმა“ ვაცკესთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

0.106478