ფეხბურთი

18:47 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" რუმინელი მცველის შეძენასთან ახლოსაა

მიუნხენის „ბაიერნი“ რუმინეთის ნაკრების და „ჯენოას“ მცველის, რადუ დრაგუშინის შეძენასთან ახლოსაა.

21 წლის ფეხბურთელით „ტოტენჰემი“ ინტერესდება, მაგრამ ბოლო ცნობებით, მიუნხენელებმა ინგლისელების დაჯაბნა მოახერხეს. მთლიანობაში „ჯენოა“ დრაგუშინის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 24 მილიონი ტრანსფერის თანხა იქნება, დანარჩენი - ბონუსი.

დრაგუშინის შეძენა „ნაპოლისაც“ სურდა, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისს მისი ფასი ეძვირა, საქმეში „მილანიც“ იყო ჩართული, თუმცა „ბაიერნი“ ახლოსაა ყველა კონკურენტის დამარცხებასთან და ტრანსფერის განხორციელებასთან.

რადუ დრაგუშინი „იუვენტუსის“ აღზრდილია, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ის განათხოვრებული იყო „სამპდორიასა“ და „სალერნიტანაში“, ხოლო „ჯენოაში“ 2022 წლიდან დღემდე 62 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120796