ფეხბურთი

17:00 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მბაპე და "რეალი" შეთანხმდნენ

მადრიდის „რეალმა“ როგორც ჩანს, კილიან მბაპესთან საბოლოო შეთანხმებას მაინც მიაღწია. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

„სამეფო კლუბისა“ და მბაპეს სატრანსფერო ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ დიდი ალბათობით, ზაფხულში გარიგება მაინც შედგება და არაა გამორიცხული ინფორმაცია ოფიციალურად მანამდეც დადასტურდეს.

მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ესპანურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

მბაპემ გასულ წელს გაახანგრძლივა პსჟ-სთან ერთი წლით კონტრაქტი, რის შემდგომაც ითქვა, რომ ფლორენტინო პერესი მასზე უარს იტყოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვარაუდი არ გამართლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114304