ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დორივალ ჟუნიორი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა „სან პაულუმ“, სადაც ის აქამდე მუშაობდა, მაგრამ ეს პოსტი დატოვა და „სელესაოში“ გადაინაცვლა.
გამოცდილმა სპეციალისტმა ფერნანდო დინიზი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. ჟუნიორი ბოლო პერიოდში ბრაზილიელთა მესამე მწვრთნელია ტიტესა და დინიზის შემდეგ.
დორივალ ჟუნიორს უამრავ გუნდში უთამაშია და მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული. მან ყველაზე დიდ წარმატებას „ფლამენგოსთან“ ერთად მიაღწია, რომელსაც 2022 წელს ლიბერტადორესის თასი მოაგებინა.