ფეხბურთი

12:02 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

გერმანული "უნიონ ბერლინის" ვეტერანი იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა სტაბბოლის „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს.

როგორც ცნობილი გახდა, თურქული კლუბი დაინტერესებულია 36 წლის ფეხბურთელის დამატებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა მან „უნიონ ბერლინთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, რაზეც ბონუჩი მუშაობს.

ლეონარდოს ევროპის ჩემპიონატისთვის იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვედრა სურს, რისთვისაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რაც გერმანულ გუნდში არ აქვს, ამიტომ, კლუბის დატოვებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „უნიონ ბერლინს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და დღემდე 9 შეხვედრაში თავის გამოჩენა 1 გოლით მოახერხა. ბონუჩის კარიერის საუკეთესო წლები 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11429