ფეხბურთი

0:50 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" კრიზისი: სტვენა ფანებისგან, დუმილი მედიასთან და ბაზაზე შეკრება მომდევნო მატჩამდე

„ნაპოლის“ ფეხბურთელებს „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა უსტვინეს. „გრანდე ტორინოს“ სტუმართა სექტორში მყოფმა ფანებმა საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელები თავისთან მოიხმეს და სტვენაც არ დაიშურეს.

ფანების ნაწილიდან ისმოდა შეძახილები, რომ ისინი მეტს იმსახურებენ. ფაქტია, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონს უმძიმესი პირველი წრე გამოუვიდა და მეცხრე ადგილზეა.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა (ვალტერ მაძარი) და ფეხბურთელებმა მედიასთან არანაირი კომენტარი არ გააკეთეს, მხოლოდ სპორტული დირექტორი მაურო მელუზო გამოცხადდა ჟურნალისტების წინაშე.

აღსანიშნავია, რომ დიდი შანსია, ხვალიდან მთელი გუნდი ბაზაზე დარჩეს რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს სახლში წასვლის უფლება შემდეგ განკარგულებამდე არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო ოთხ მატჩში გოლიც ვერ გაიტანა (1 ფრე, 3 წაგება) და 28 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

0.115736