ფეხბურთი

10:28 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ესპანეთის თასზე ისევ მამარდაშვილის გარეშე ითამაშებს

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში „ვალენსია“ სტუმრად „კარტახენას“ დაუპირისპირდება, თუმცა გიორგი მამარდაშვილის გარეშე.

ქართველი მეკარე ტრავმირებული არ არის, უბრალოდ, რუბენ ბარახა მას დასვენების საშუალებას აძლევს. სამეფო თასის წინა ორ ეტაპზეც გიორგის არ უთამაშია, „ღამურების“ თავკაცი ამჯერადაც არ უღალატებს ტრადიციას.

შეიძლება, მომდევნო ეტაპებზე, თუ ცხადია, „ვალენსია“ ითამაშებს და უფრო ძლიერ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირდება, გიორგიმ თასზეც ითამაშოს, მაგრამ ჯერჯერობით, მას სუსტ მეტოქეებთან ასვენებენ.

„კარტახენასა“ და „ვალენსიას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ყველა მატჩი შეუცვლელად აქვს ჩატარებული.

0.111311