ფეხბურთი

22:55 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიმო ვერნერი „ტოტენჰემს“ შეუერთდება

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ლაიფციგის“ გერმანელი თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის თაობაზე საიჯარო ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია - წერს The Athletic.

წყაროს ცნობით, იჯარის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. გარიგებაში ასევე შედის გერმანელი თავდამსხმელის არჩევითი გამოსყიდვის ვარიანტი 15-20 მილიონი ევროს ოდენობით, ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ვერნერი „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგაში 2020 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113384