სხვა

21:18 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩი ჩაატარა და ამჯერად უნგრეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა.

თუმცა, იტალიასთან წაგებისგან განსხვავებით (5:22), ამჯერად დეიან სტანოევიჩის გუნდმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ძლიერ მეტოქეს და 11:15 დამარცხდა. ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა მხოლოდ ორბურთიანი იყო, შესაბამისად, ჩვენს გუნდს შანსი ჰქონდა, მაგრამ უნგრელებმა გარდამტეხ მომენტში მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ქულა არ აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ბოლო ტურში კი 8 იანვარს, საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. თუმცა, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ სტანოევიჩის გუნდი მეორე დივიზიონის ერთ-ერთ გუნდთან ითამაშებს და მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

საქართველო - უნგრეთი 11:15 (2:5, 3:4, 6:4, 0:2)

0.115434