ფეხბურთი

20:09 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ 2011 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა „სანდერლენდი“ მთავარ დერბიში

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში „ნიუკასლმა“ 3:0 დაამარცხა „სანდერლენდი.“ შვედმა ალექსანდერ ისაკმა დუბლი შეასრულა, ხოლო დანიელ ბალარდმა ავტოგოლი გაიტანა.

„კაჭაკებისთვის“ ეს გამარჯვება „სანდერლენდთან“ მთავარ დერბიში პირველი გახლდათ 2011 წლის აგვისტოს შემდეგ ყველა შეჯიბრში. მანამდე ცხრა შეხვედრიდან გუნდებმა სამი ფრედ დაასრულეს, ხოლო „სანდერლენდმა“ ექვსჯერ მოიგო.

ტურნირი ორივე გუნდმა 1/32 ფინალური ეტაპიდან დაიწყო. მანამდე ინგლისის თასის 1/16-ში კვალიფიკაცია უკვე მოიპოვეს „ფულემმა,“ „ტოტენჰემმა,“ „მეიდსტონ იუნაიტედმა,“ „ლესტერმა“, „იფსვიჩმა“ და „ქოვენთრიმ.“

0.118448