სხვა

21:30 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგში ქუვეითს აჯობა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუვეითი 34-30 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატამდე მატჩების სერია გამარჯვებით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული იყო მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი), ხოლო მასთან ერთად კარგი მატჩი ჰქონდა გუნდის კაპიტან თეიმურაზ ორჯონიკიძეს (6 გოლი) და ხაზეინ რუსტამოვს (5 გოლი).

სტატისტიკა

ზურაბ ცინცაძე 1, მირიან გავაშელიშვილი 7, თეიმურაზ ორჯონიკიძე 6, ხაზეინ რუსტამოვი 5, ზურიკო სიმონია 4, გიორგი დიხამინჯია 3, გიორგი ლაპიაშვილი 2, ზურაბ გოგავა 2, ირაკლი გოგოლაძე 2, გიორგი ცხოვრებაძე 1, ზურაბ აბრამიშვილი 1

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც შვედეთს, ნიდერლანდებს და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11301