ფეხბურთი

18:54 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სერბი ნახევარმცველის ტრანსფერიც შეათანხმა

„ნაპოლი“ ზაფხულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, როგორც ზამთარში ცდილობს და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს.

აურელიო დე ლაურენტისის კლუბმა პასკუალე მაძოკი უკვე შეიძინა, ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერი კი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ცნობით, მხოლოდ ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი.

„უდინეზე“ 21 წლის სერბი შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. ფეხბურთელის ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება გადასახადების ჩათვლით. ამასთან, იტალიური მედია წერს, რომ ნეაპოლელები რადუ დრაგუშინის ტრანსფერზეც გააქტიურდნენ და დიდი შანსია, მისთვის ბრძოლაში „ტოტენჰემს“ აჯობონ.

ლაზარ სამარჯიჩს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთი სწორედ "ნაპოლის" კარში, 2021 წლიდან კი, „უდინეზეს“ მაისურით 79 შეხვედრაში თავი 9 გოლით გამოიჩინა.

0.118505