ფეხბურთი

2:11 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "სალერნიტანა" გაანადგურა და იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა

იტალიის თასის ბოლო მერვედფინალურ დუელში „იუვენტუსმა“ „სალერნიტანა“ 6:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი ტურინელებისთვის ცუდად დაიწყო, რადგან პირველივე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, როდესაც იკვუემესიმ ფედერიკო გატის უხეში შეცდომით ისარგებლა. თუმცა, ეს სალერნოელთა ერთადერთი პოზიტივი იყო ამ მატჩში.

შემდეგ „იუვე“ კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლა და სრულიად ლოგიკურია, რომ 6:1 გაიმარჯვა. ტურინელებმა ძალიან ლამაზი გოლები გაიტანეს, განსაკუთრებით ქენან ილდიზმა. 18 წლის თურქმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია და ასე თუ გააგრძელებს, დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს. ეს მისთვის მეორე გოლია უკვე „იუვეში“ და ორივე ერთ სტილში, ეფექტურად შეაგდო. ულამაზესი იყო ტიმოთი ვეას გასროლაც, მისთვის სადებიუტო იტალიაში.

„იუვენტუსი“ მეოთხედფინალში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ შეხვდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მანამდე 7 იანვარს, ისევ „სალერნიტანას“ ეთამაშება, ამჯერად სერია A-ს ეგიდით და სალერნოში.

„იუვენტუსი“ – „სალერნიტანა“ 6:1 (2:1)

გოლები: 0:1 იკვუემესი (1), 1:1 მირეტი (12), 2:1 კამბიაზო (35), 3:1 რუგანი (54), 4:1 ბრონი (75, ა.გ), 5:1 ილდიზი (88), 6:1 ვეა (90)

3.945161