სხვა

0:04 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საუდის არაბეთი დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საუდის არაბეთი 31-26 დაამარცხა და ხვალ ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას ქუვეითთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეულები იყვნენ გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე (5 გოლი) და გიორგი დიხამინჯია, რომელმაც მეტოქეს 6 გოლი გაუტანა.

სტატისტიკა

ზურაბ ცინცაძე 1, გიორგი დიხამინჯია 6, თეიმურაზ ორჯონიკიძე 5, ერეკლე არსენაშვილი 3, ირაკლი კბილაშვილი 2, გიორგი ლაპიაშვილი 2, ზურაბ გოგავა 2, ზურაბ აბრამიშვილი 2, გიორგი არეშიძე 2, სანდრო დარსანია 2, გიორგი ცხოვრებაძე 1, ზურიკო სიმონია 1, ირაკლი გოგოლაძე 1

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში იანვარში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133446