საბერძნეთის სუპერლიგის მე-16 ტურში „პანეტოლიკოსმა“ „პანსერაიკოსი“ 3:2 დაამარცხა, ლევან შენგელიამ კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე საჯარიმო ჩააწოდა, რის შემდგომაც სილა ტორეხონმა თავით ყველას დაასწრო, თვითონ ჰეთ-თრიქი შეასრულა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
„პანეტოლიკოსი“ 14 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 იანვარს, ათენის „პანათინაიკოსს“ სტუმრად შეხვდება.