სხვა

21:40 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მისთვის ზედიზედ მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო.

დეიან სტანოევიჩის გუნდი პირველ ტურში იტალიის ნაკრებთან უშანსოდ, 5:22 დამარცხდა. აპენინელთა უპირატესობა სათამაშო კლასში ძალიან დიდი იყო და ოთხივე პერიოდი მოიგეს. ყველაფერი პირველივე მეოთხედში გაირკვა, რომელიც მეტოქემ 5:0 მოიგო და ვითარება არც შემდეგ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებში 2 გოლი პიესივაჩის აქტივშია, ხოლო თითოჯერ თავი ბითაძემ, ახვლედიანმა და ვაშიჩმა გამოიჩინეს. სტანოევიჩის გუნდი მეორე ტურში 6 იანვარს, უნგრეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის B ჯგუფშია. პირველი დივიზიონის ორივე ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში გავა, დანარჩენი 4 გუნდი კი პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც მეორე დივიზიონის ორი ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნებთან იბრძოლებენ მეოთხედფინალის საგზურისთვის.

საქართველო - იტალია 5:22 (0:5, 2:6, 0:6, 3:5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1131