ფეხბურთი

17:48 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: "მეცში" მიქაუტაძის დაბრუნებაზე შეთანხმება შედგა

ფრანგული L’Equipe-ს ცნობით, გიორგი მიქაუტაძის „მეცში“ დაბრუნება საბოლოოდ გადაწყდა. ქართველი ლაშლო ბოლონის გუნდს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.

ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. „მეცისთვის“ ერთადერთი უარყოფითი ამბავი ისაა, რომ საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ მატჩისთვის ქართველი ფეხბურთელი გუნდის განკარგულებაში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „აიაქსში“ 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115439