საფრანგეთის სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პსჟ და „ტულუზა“ დაუპირისპირდნენ, პარიზელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 2:0. გოლები კორეელმა ლი კან ინმა და კილიან მბაპემ გაიტანეს.
ეს თასი პირველი გახლდათ ესპანელი სპეციალისტისთვის, ლუის ენრიკესთვის პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„ბედნიერი ვარ. პრიზის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ახლა ჩვენ ვფიქრობთ წინსვლაზე და ვეცდებით ახალი ტიტულების მოგებას.
თუმცა ჩემი გუნდით 100%-ით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენ შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Fottmercato.
53 წლის მწვრთნელი ფრანგულ კლუბს გასული სეზონიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ესპანელი „რომას,“ „სელტას“, „ბარსელონას“ და ესპანეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. კატალონიურ გუნდთან ერთად სპეციალისტმა ცხრა ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა 2014/2015 წლების სეზონში. ცოტა მოგვიანებით, 2015 წლის ბოლოს, ენრიკეს მიენიჭა ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო.
გასულ სეზონში კი პარიზულ კლუბთან საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
პსჟ ამჟამად ფრანგულ ლიგა 1-შრ პირველ ადგილზეა. ენრიკეს გუნდმა 17 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა. პარიზელები ხუთი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს, „ნიცას.“