კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ნიქოზიის „აპოელი“ სტუმრად „აპოლონს“ დაუზავდა, რომლის წინააღმდეგ პირველი ტაიმი 0:2 წააგო. თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრებმა ქულა მოიპოვეს.
გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე თავური დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 2:2. გიორგიმ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო. მოედანზე ასევე 90 წუთი იყო ლაშა დვალი, რომელმაც სხვათა შორის საგოლე გადაცემა მიითვალა, რადგან ქვილითაიამ სწორედ მისი პასით გაიტანა.
30 წლის ფორვარდს კვიპროსის ჩემპიონატის 12 ტურში 4 გოლი აქვს გატანილი. „აპოელი“ 39 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 იანვარს, „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.