„ნაპოლი“ ახლოსაა „უდინეზესა“ და სერბეთის ნაკრების შემტევის, ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერთან.
იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად ყველაფერზე მიღწეულია. „უდინეზე“ 25 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელმა კი 2 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ორჯერ მეტი ხელფასი ექნება...
სამარჯიჩის დებიუტი შესაძლოა 7 იანვარს, „ტორინოსთან“ მატჩშიც შედგეს.
ლაზარ სამარჯიჩს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთი სწორედ "ნაპოლის" კარში, 2021 წლიდან კი, „უდინეზეს“ მაისურით 79 შეხვედრაში თავი 9 გოლით გამოიჩინა.