ფეხბურთი

0:52 | 2.01.2024 | ნანახია 1630 - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ 2024 წელი საგოლე პასით დაიწყო (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის 26-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „პლიმუთს“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა (3:3), გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი გააკეთა.

ქართველის შესანიშნავი პასის შემდეგ ისმაელ კონემ ეფექტური დარტყმით იმ დროისთვის ანგარიში 2:2 გახადა. გიორგიმ ზედიზედ მეორედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე კი 72-ე წუთამდე იყო.

ქართველს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო „უოტფორდი“ 36 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 იანვარს, ქპრ-ს ესტუმრება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:17 | 02.01.2024
sul2 (1778)

გამორიცხულია პრემიერლიგის საგზური წელს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121967