ფეხბურთი

20:19 | 31.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ზედიზედ მეორედ წააგო და წელი უარყოფითად დაასრულა

ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში ლონდონის „არსენალი“ დამარცხდა, რომელმაც უკვე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.

მიკელ არტეტას გუნდი წინა ტურში შინ „ვესტ ჰემთან“ დარჩა უქულოდ, ამჯერად კი სტუმრად კიდევ ერთი ლონდონური დერბი დათმო „ფულჰემთან“ – 1:2.

„მეთოფეები“ მეხუთე წუთზე ბუკაიო საკამ დააწინაურა, რასაც რაულ ხიმენესმა უპასუხა, ხოლო მეორე ნახევარში დე კორდოვა-რიდის გოლით მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. შედეგად, „არსენალი“ 40 ქულით მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. „ფულჰემმა“ მიჯრით სამი წაგების მერე მოიგო და 24 ქულით მე-13 ადგილზეა.

მოიგო „ტოტენჰემმა“, რომელმაც შინ „ბორნმუთს“ 3:1 აჯობა. „დეზებმა“ მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და დამსახურებულად დაასრულეს 2023 წელი გამარჯვებით. „ტოტენჰემი“ 39 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ბორნმუთს“ 25 ქულა აქვს და მე-12 საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103461