30 დეკემბერს, ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა, ამერიკული MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელესთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„უგო, ალბათ, არის მისი თაობის ყველაზე წარმატებული მეკარე. ჩვენ წარმოუდგენლად მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლუბი აირჩია ასეთი შესანიშნავი კარიერის შემდეგ. მას აქვს უპრეცედენტო ლიდერობის გამოცდილება ფეხბურთის უმაღლეს დონეზე, რაც, ჩვენს კლუბს დიდ სარგებელს მოუტანს. ” - ნათქვამია კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ლორისი ფრანგული „ნიცას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2004 წლის ზაფხულში დაიწყო თამაში. 2008 წლის აგვისტოში იგი გადავიდა „ლიონში,“ ხოლო ოთხი წლის შემდეგ ინგლისურ „ტოტენჰემში.“
2018 წელს უგო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.