ფეხბურთი

16:29 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "მონცასთან" დადებითი მხოლოდ კვარაცხელიას პოზიცია იყო"

ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ მატჩში დადებითი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია იყო და შემდეგ აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა:

„ნაპოლის“ ფეხბურთელები მოშვებული არიან, გასული სეზონის ცუდი ასლის ფეხბურთელებს. რა ვნახე დადებითი? მხოლოდ ერთი რამ: ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია. ქართველი შეტევის ხაზში თავისუფლად მოქმედებდა და „მონცასთან“ მატჩი რამდენიმე კარგი რაღაც აჩვენა.

პრეზიდენტმა დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა? მინდა ერთი შეკითხვა დავსვა: მან ისაუბრა გაძლიერებაზე, 3-4 ფეხბურთელის ყიდვაზე, მაგრამ ვინ იყიდის ამ 4 ფეხბურთელს? თქვენ? დე ლაურენტისმა უნდა აღიაროს თავისი შეცდომები და დაეყრდნოს სატრანსფერო ბაზარზე კომპეტენტურ ადამიანებს“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

0.101861