სხვა

22:03 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კარპატების თასის ფინალში დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, კარპატების თასზე მეორე ადგილი დაიკავა.

ტიტე კალანდაძის გუნდმა გუშინ, ნახევარფინალში სლოვაკეთი დაამარცხა, თუმცა, ფინალში დღეს რუმინეთთან 25:31 დამარცხდა და ამხანაგურ ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე და თეიმურაზ ორჯონიკიძე ვერ დაეხმარნენ, რომელა თამაში სამწვრთნელო შტაბმა ამ შეხვედრაში არ გარისკა. ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომლის ფარგლებში 3-6 იანვარს სლოვენიაში ქუვეითსა და საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში იანვარში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებები არიან.

0.113633